| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ პატარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა მოსკოვის კვების ტექნოლოგიის ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1952 წელს. 1952-1988 წლებში მუშაობდა: 1952 წელს ვარციხის საბჭოთა მეურნეობაში ბრიგადირად; 1952-1954წწ. ქუთაისის ღვინის ქარხანაში მეღვინედ; 1954-1955წწ. სიმონეთის ღვინის ქარხანაში მთავარ მეღვინედ; 1955-1956წწ. მაიაკოვსკის ქარხსამმართველოს მთავარ მეღვინედ; 1956-1967წწ. ქუთაისის ღვინის ქარხანაში მეღვინედ; 1967-1988წწ. თერჯოლის ღვინის ქარხანაში წარმოების უფროსად, თერჯოლის ქარხსამმართველოს დირექტორის მოადგილედ; 1989-1997წწ. იყო სიქთავრის ღვინის ქარხნის დირექტორი და მთავარი მეღვინე. მას დიდი წვლილი მიუძღვის სიქთავრის ღვინის ქარხნის აღორძინება-სრულყოფაში. მიღებული ჰქონდა მეღვინეობის საკითხებზე ორი საავტორო მოწმობა გამოგონებაზე და მთავრობის ჯილდოები. წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.177
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

