| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ომარ პატარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა მოსკოვის კვების ტექნოლოგიის ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1952 წელს. 1952-1988 წლებში მუშაობდა: 1952 წელს ვარციხის საბჭოთა მეურნეობაში ბრიგადირად; 1952-1954წწ. ქუთაისის ღვინის ქარხანაში მეღვინედ; 1954-1955წწ. სიმონეთის ღვინის ქარხანაში მთავარ მეღვინედ; 1955-1956წწ. მაიაკოვსკის ქარხსამმართველოს მთავარ მეღვინედ; 1956-1967წწ. ქუთაისის ღვინის ქარხანაში მეღვინედ; 1967-1988წწ. თერჯოლის ღვინის ქარხანაში წარმოების უფროსად, თერჯოლის ქარხსამმართველოს დირექტორის მოადგილედ; 1989-1997წწ. იყო სიქთავრის ღვინის ქარხნის დირექტორი და მთავარი მეღვინე. მას დიდი წვლილი მიუძღვის სიქთავრის ღვინის ქარხნის აღორძინება-სრულყოფაში. მიღებული ჰქონდა მეღვინეობის საკითხებზე ორი საავტორო მოწმობა გამოგონებაზე და მთავრობის ჯილდოები. წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.177
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

