The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ჩიქოვანი

დავით ჩიქოვანი
დაბადების თარიღი:21 ივნისი, 1961
გარდაცვ. თარიღი:15 მარტი, 2026  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა სტავროპოლის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (СтГМУ) სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს; 1984–1985 წლებში ქირურგიული რეზიდენტურა გაიარა კალინინგრადის საოლქო კლინიკურ საავადმყოფოში; 1986–1988 წლებში პროფესიული კვალიფიკაცია აიმაღლა მოსკოვში, აკადემიკოს ნ. ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ეროვნულ სამედიცინო კვლევით ცენტრში.

1988–1993წწ. მუშაობდა აფხაზეთის ჯანდაცვის რესპუბლიკურ ნეიროქირურგიულ ცენტრში ექიმ-ნეიროქირურგად; აფხაზეთის ომის დროს, სამედიცინო ნეიტრალიტეტის დაცვით, მკურნალობდა ორივე მხარის დაჭრილებს; სოხუმის დაცემის შემდეგ, 1993 წლის 29 სექტემბრამდე, ჰუმანიტარული მიზნით დარჩა ქალაქში, რის შემდეგაც საოპერაციო ფორმით, ფეხით გადალახა ჭუბერის უღელტეხილი; 1993 წლიდან მუშაობდა ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალსა და ქუთაისის №1 საავადმყოფოში (შემდგომში საეკლესიო საავადმყოფო "ქსენონი); 1998–2006წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სამედიცინო ინსტიტუტში "ქუთაისი", ხელმძღვანელობდა ნეიროქირურგიის სასწავლო ციკლს; 2006–2016წწ. მუშაობდა აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, სადაც ნეიროქირურგიულ გუნდთან ერთად ნერგავდა მაღალტექნოლოგიურ საოპერაციო მიდგომებს; 2016–2026წწ. ხელმძღვანელობდა ქუთაისის მრავალპროფილური კლინიკა "ლჯ"-ის (LJ) ნეიროქირურგიულ სამსახურს; მისი კარიერა მოიცავს 30,000-ზე მეტ ურთულეს ნეიროქირურგიულ ჩარევას (მათ შორის ტრანსნაზალურ-ტრანსფენოიდალური მიდგომით თავის ტვინის სიმსივნეების ამოკვეთას, სისხლძარღვოვანი პათოლოგიების კლიპირებასა და რეკონსტრუქციულ ოპერაციებს); აქტიურად იყო ჩართული ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პაციენტების მკურნალობაში, რისთვისაც მოპოვებული ჰქონდა საერთაშორისო აღიარება (ევროკავშირისა და გაეროს პროექტი COBERM); დ. ჩიქოვანი იყო დასავლეთ საქართველოში ნეიროქირურგიული სამსახურის განვითარებისა და მოდერნიზაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ექიმი ნეიროქირურგი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაცია, წევრი (1995-2026)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - ღირსების ორდენი
    ქართულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და პროფესიული თავდადებისთვის

გააზიარე: