| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ჩიქოვანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა სტავროპოლის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (СтГМУ) სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს; 1984–1985 წლებში ქირურგიული რეზიდენტურა გაიარა კალინინგრადის საოლქო კლინიკურ საავადმყოფოში; 1986–1988 წლებში პროფესიული კვალიფიკაცია აიმაღლა მოსკოვში, აკადემიკოს ნ. ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ეროვნულ სამედიცინო კვლევით ცენტრში. 1988–1993წწ. მუშაობდა აფხაზეთის ჯანდაცვის რესპუბლიკურ ნეიროქირურგიულ ცენტრში ექიმ-ნეიროქირურგად; აფხაზეთის ომის დროს, სამედიცინო ნეიტრალიტეტის დაცვით, მკურნალობდა ორივე მხარის დაჭრილებს; სოხუმის დაცემის შემდეგ, 1993 წლის 29 სექტემბრამდე, ჰუმანიტარული მიზნით დარჩა ქალაქში, რის შემდეგაც საოპერაციო ფორმით, ფეხით გადალახა ჭუბერის უღელტეხილი; 1993 წლიდან მუშაობდა ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალსა და ქუთაისის №1 საავადმყოფოში (შემდგომში საეკლესიო საავადმყოფო "ქსენონი); 1998–2006წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სამედიცინო ინსტიტუტში "ქუთაისი", ხელმძღვანელობდა ნეიროქირურგიის სასწავლო ციკლს; 2006–2016წწ. მუშაობდა აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, სადაც ნეიროქირურგიულ გუნდთან ერთად ნერგავდა მაღალტექნოლოგიურ საოპერაციო მიდგომებს; 2016–2026წწ. ხელმძღვანელობდა ქუთაისის მრავალპროფილური კლინიკა "ლჯ"-ის (LJ) ნეიროქირურგიულ სამსახურს; მისი კარიერა მოიცავს 30,000-ზე მეტ ურთულეს ნეიროქირურგიულ ჩარევას (მათ შორის ტრანსნაზალურ-ტრანსფენოიდალური მიდგომით თავის ტვინის სიმსივნეების ამოკვეთას, სისხლძარღვოვანი პათოლოგიების კლიპირებასა და რეკონსტრუქციულ ოპერაციებს); აქტიურად იყო ჩართული ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პაციენტების მკურნალობაში, რისთვისაც მოპოვებული ჰქონდა საერთაშორისო აღიარება (ევროკავშირისა და გაეროს პროექტი COBERM); დ. ჩიქოვანი იყო დასავლეთ საქართველოში ნეიროქირურგიული სამსახურის განვითარებისა და მოდერნიზაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ექიმი ნეიროქირურგი. Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

