| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლია ბაშელეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1985 წელს; ასპირანტურა 1990 წელს. 1978-1980წწ. იყო ბათუმის რადიოსა და ტელევიზიის კორესპონდენტი; 1985-1987წწ. ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1993-2001წწ. ქ. მოსკოვის რუსულ-ქართული გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 2001-2003წწ. ჟურნალ "მნათობის" საკუთარი კორესპონდენტი მოსკოვში; 2003-2023წწ. მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ირანული ფილოლოგიისა და ისტორიის ფაკულტეტის დოცენტი; 2023 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. მისი სამეცნიერო ინტერესთა სფერო ძირითადად მოიცავს ქრისტიანული ლიტერატურის საკითხებს; იკვლევს ასკეტურ-მისტიკურ ტოპოსთა გენეზისს, მიმართავს ბიბლიოლოგიურ, ეგზეგეტიკურ, ასკეტიკურ და მისტიკურ ლიტერატურას აგიოგრაფიული ტოპოსების წარმომავლობის დასადგენად, მონასტრული კონსტიტუციებისა და წესების შესასწავლად; შეისწავლა რემარკების როლი და ფუნქცია ოშკისა და მცხეთის ბიბლიაში, სათაურის თარგმნის პრობლემა და მისი პირველწყაროები; გამოქვეყნებული აქვს (რუსულ ენაზე) რუსთველოგიური მიმართულების სტატიებიც, რომლებშიც განხილულია მეგატექსტის ის მოდიფიცირებული კონტექსტები, რომლებიც სპარსულ და არაბულ ლიტერატურაშიც გვხდება; წლების განმავლობაში თანამშრომლობდა რუსეთის დიდ ენციკლოპედიასთან - არის ავტორი ან თანაავტორი სტატიებისა: "საქართველო", "ქართული ფოლკლორი", "ქართული ლიტერატურა"; აგრეთვე, პერსონალიების (ქართვ. მწერლების, პოეტების, საზოგადო მოღვაწეების) შესახებ მომზადებული საენციკლოპედიო პუბლიკაციებისა. ფილოლოგიის დოქტორი (2001). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

