The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ხვითისიაშვილი

ნოდარ ხვითისიაშვილი
დაბადების თარიღი:1941
გარდაცვ. თარიღი:1995  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის  კვალიფიკაციით 1963 წელს.

1963-1964წწ. იყო წინანდლის ღვინის ქარხანაში ქიმიკოსი; 1964-1968წწ. ლენინგრადის ღვინის ქარხანაში საამქროს უფროსი; 1968-1975წწ. ვარკეთილის საწარმოო გაერთიანების მთავარი ინჟინერი; 1975-1983წწ.  კონიაკის კომბინატის საამქროს უფროსი, მთავარი ინჟინერი; 1983-1988წწ. საგარეჯოს სამარკო და საექსპორტო ღვინოების ქარხნის დირექტორი; 1988-1995წწ. სამრეწველო-სავაჭრო ფირმა "სამებას", დამაარსებელი, გენერალური დირექტორი. იყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური რეფორმების კომისიის წევრი, სახელმწიფოს მეთაურთან არსებული დირექტორთა საბჭოს წევრი. მეღვინეობის დარგში პირველმა დაამყარა საქმიანი კონტაქტები უცხოეთის ფირმებთან და ორგანიზაციებთან, შექმნა პირველი ერთობლივი საწარმო პოლონეთში და მოახდინა მისი პრივატიზაცია, მოიზიდა უცხოელი ინვესტორები. მხატვარი, ქველმოქმედი, არაერთი გამოგონებისა და შრომის ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999.-გვ.201-202

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირის გამგეობა, წევრი
  • საქართველოს მრეწველთა კავშირი, ვიცე-პრეზიდენტი

გააზიარე: