| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ხვითისიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1963 წელს. 1963-1964წწ. იყო წინანდლის ღვინის ქარხანაში ქიმიკოსი; 1964-1968წწ. ლენინგრადის ღვინის ქარხანაში საამქროს უფროსი; 1968-1975წწ. ვარკეთილის საწარმოო გაერთიანების მთავარი ინჟინერი; 1975-1983წწ. კონიაკის კომბინატის საამქროს უფროსი, მთავარი ინჟინერი; 1983-1988წწ. საგარეჯოს სამარკო და საექსპორტო ღვინოების ქარხნის დირექტორი; 1988-1995წწ. სამრეწველო-სავაჭრო ფირმა "სამებას", დამაარსებელი, გენერალური დირექტორი. იყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური რეფორმების კომისიის წევრი, სახელმწიფოს მეთაურთან არსებული დირექტორთა საბჭოს წევრი. მეღვინეობის დარგში პირველმა დაამყარა საქმიანი კონტაქტები უცხოეთის ფირმებთან და ორგანიზაციებთან, შექმნა პირველი ერთობლივი საწარმო პოლონეთში და მოახდინა მისი პრივატიზაცია, მოიზიდა უცხოელი ინვესტორები. მხატვარი, ქველმოქმედი, არაერთი გამოგონებისა და შრომის ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999.-გვ.201-202 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

