| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ქურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფიზიკის ფაკულტეტი ბაკალავრი ხარისხით 2002 წელს, ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურა 2004 წელს; ბელფასტის (გაერთიანებული სამეფო) დედოფლის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის კვლევით ცენტრის დოქტურანტურა 2014 წელს. 2014-2017წწ. მუშაობდა ბელფასტის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის კვლევით ცენტრის მზის ფიზიკის ჯგუფში მკვლევარად; 2017-2023წწ. აბერისტვისის უნივერისტეტში (უელსი, გაერთიანებული სამეფო) კითხულობდა ლექციებს ფიზიკის ფაკულტეტზე და პარალელურად მუშაობდა მზის ფიზიკის კვლევით ჯგუფში; ამ პერიოდში მოიპოვა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სამეცნიერო საბჭოს კვლევითი გრანტები. 2017 წელს ერთ-ერთი უნიკალური დაკვირვების საშუალებით, რომელსაც ქართველი მეცნიერი ხელმძღვანელობდა, პირველად მაღალი სიზუსტით გაიზომა მზის ატმოსფეროს მაგნიტური ველი, პარამეტრი, რომელიც მზეზე და ვარსკვლავების ზედაპირზე მიმდინარე ფიზიკური პროცესების მთავრი განმსაზღვრელია. მიღებული გაზომვები 2019 წელს გამოქვეყნდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბოლო წლების მზის ფიზიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევად შეფასდა; 2023 წლიდან სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა ამერიკის მზის ნაციონალ ობსერვატორიაში (კოლორადოს შტატი); დაკვირვებებს აწარმოებს ტელესკოპ DKIST-ზე (განთავსებულია ჰავაიზე), რომელიც არის დღეისათვის მზის ყველაზე დიდი და მაღალი გარჩევის ოპტიკური ტელესკოპი; მისი კვლევითი ინტერესების ძირითადი მიმართულებაა: მაღალი გარჩევის მზის დაკვირვებები და მათი ანალიზი, მზის და ვარსკვლავების ატმოსფეროს დინამიკის შესწავლა და ფიზიკური პარამეტრების, მათ შორის მაგნიტური ველის, დიაგნოსტიკა; მისი კვლევების ინტერესი ასევე მოიცავს მზის ანთებების (solar flares) და ამოფრქვევების ფიზიკური პროცესების ანალიზს და დიაგნოსტიკას. არის 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი (scholar.google.com; ui.adsabs.harvard.edu). ასტროფიზიკოსი, ფიზიკის დოქტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მაგნიტოჰიდროდინამკური ტალღები მზის ქრომოსფეროში", დაიცვა 2014 წელს ბელფასტის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის კვლევით ცენტრში. წყარო: თბილისი Post: დავით ქურიძე-დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ასტროფიზიკოსი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

