The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ქურიძე

დავით ქურიძე
Date of birth:15 January, 1981  (45 years)
Category:Scientist, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფიზიკის ფაკულტეტი ბაკალავრი ხარისხით 2002 წელს, ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურა 2004 წელს; ბელფასტის (გაერთიანებული სამეფო) დედოფლის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის კვლევით ცენტრის დოქტურანტურა 2014 წელს.

2014-2017წწ. მუშაობდა ბელფასტის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის კვლევით ცენტრის მზის ფიზიკის ჯგუფში მკვლევარად; 2017-2023წწ. აბერისტვისის უნივერისტეტში (უელსი, გაერთიანებული სამეფო) კითხულობდა ლექციებს ფიზიკის ფაკულტეტზე და პარალელურად მუშაობდა მზის ფიზიკის კვლევით ჯგუფში; ამ პერიოდში მოიპოვა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სამეცნიერო საბჭოს კვლევითი გრანტები. 2017 წელს ერთ-ერთი უნიკალური დაკვირვების საშუალებით, რომელსაც ქართველი მეცნიერი ხელმძღვანელობდა, პირველად მაღალი სიზუსტით გაიზომა მზის ატმოსფეროს მაგნიტური ველი, პარამეტრი, რომელიც მზეზე და ვარსკვლავების ზედაპირზე მიმდინარე ფიზიკური პროცესების მთავრი განმსაზღვრელია. მიღებული გაზომვები 2019 წელს გამოქვეყნდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბოლო წლების მზის ფიზიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევად შეფასდა; 2023 წლიდან სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა ამერიკის მზის ნაციონალ ობსერვატორიაში (კოლორადოს შტატი); დაკვირვებებს აწარმოებს ტელესკოპ DKIST-ზე (განთავსებულია ჰავაიზე), რომელიც არის დღეისათვის მზის ყველაზე დიდი და მაღალი გარჩევის ოპტიკური ტელესკოპი; მისი კვლევითი ინტერესების ძირითადი მიმართულებაა: მაღალი გარჩევის მზის დაკვირვებები და მათი ანალიზი, მზის და ვარსკვლავების ატმოსფეროს დინამიკის შესწავლა და ფიზიკური პარამეტრების, მათ შორის მაგნიტური ველის, დიაგნოსტიკა; მისი კვლევების ინტერესი ასევე მოიცავს მზის ანთებების (solar flares) და ამოფრქვევების ფიზიკური პროცესების ანალიზს და დიაგნოსტიკას. არის 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი (scholar.google.comui.adsabs.harvard.edu). ასტროფიზიკოსი, ფიზიკის დოქტორი. 

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მაგნიტოჰიდროდინამკური ტალღები მზის ქრომოსფეროში", დაიცვა 2014 წელს ბელფასტის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის კვლევით ცენტრში. 

წყარო: თბილისი Post: დავით ქურიძე-დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ასტროფიზიკოსი


Share: