| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათია გიგაური![]()
Biographyდაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი მათემატიკოსის ბაკალავრის ხარისხით 2013 წელს; ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურა გამოყენებითი მათემატიკის მაგისტრის ხარისხით 2017 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის კათედრის დოქტურანტურა 2019 წელს. 2013-2014წწ. ინტერბიზნესის აკადემია, უმაღლესი მათემატიკის საფუძვლები, ლექტორი; 2014-2017წწ. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა", საოპერაციო მართვის დეპარტამენტი, სპეციალისტი-პროცესის ანალიტიკოსი; 2017-2019წწ. შპს "ასსეკო-ჯორჯია", ანალიტიკა, ბიზნეს-ანალიტიკოსი; 2018 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, ბუნებრივი გარემოს დაჭუჭყიანების დაბინძურების მონიტორინგის და პროგნოზირების განყოფილება, მეცნიერი-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი; 2012-2023წწ. მონაწილეობდა 30-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციაში. არის 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს მიღებული პროცესების მართვის და მონაცემთა დამუშავების სფეროში. აკადემიური დოქტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქ. ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნიდან გაფრქვეული აეროზოლების გავრცელების რიცხვითი მოდელირება და მისი ეკოლოგიური შეფასება", დაიცვა 2019 წელს. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

