| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მანანა კვატაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხარაგაული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1980 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა 1984 წელს. 1984 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 2025 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 1993-2006წწ. იყო თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის დასავლურ ენათა და კულტურათა უნივერსიტეტის დოცენტი; 2008-2024წწ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს XIX-XX ს. მწერლობის, თანამედროვე ლიტერატურის პროცესების კვლევას, ემიგრანტული ლიტერატურის შესწავლას, გამოჩენილ თეორეტიკოსთა თხზულებების თარგმნას; წვლილი მიუძღვის კლასიკოსი მწერლების მემკვიდრეობის გამოცემაში. კერძოდ, მან შეისწავლა ი. ჭავჭავაძის ეპისტოლური მემკვიდრეობა, გამოავლინა მწერლის ახალი პირადი წერილები, რომლებიც გამოქვეყნდა ი. ჭავჭავაძის აკადემიური 20-ტომეულის XVII ტომში (2012), იგი ასევე არის ერთ-ერთი შემდგენელი ა. წერეთლის აკადემიური ოცტომეულის X ტომისა (2015). არის თანაავტორი კრებულებისა: "მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურა" (ნაწ. II, III, IV; 2020, 2021, 2025); "ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა" (წიგ. I, II; 2016, 2018); თარგმნის რამდენიმე ენიდან. მან გერმანულიდან თარგმნა და გამოაქვეყნა ვ. ნოზაძის უცნობი თხზულებები "პარალელები ნიბელუნგებსა და ქართულ ეპოსს შორის" (2004); ასევე, გერმანულიდან თარგმნა გრ. რობაქიძის "დემონი და მითოსი" (2012), "Pro domo sua" (2012), რუსულიდან კი – "პორტრეტები" (2012), "ომი და კულტურა" (2014, ნ. ორმოცაძესთან ერთად); მას ეკუთვნის თ. ელიოტის, ჯ. სანტაიანას, ა. მორუას, მ. ბიუტორის, ალენის, ჟ. ლაკანის, ნ. საროტის, ი. ბორგენისა და სხვა ცნობილი თეორეტიკოსების ნაშრომების ქართული თარგმანები. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1985), ფილოლოგიის დოქტორი (2007). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

