The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი კორძახია

გიორგი კორძახია
Date of birth:8 September, 1947  (78 years)
Category:Scientist, Physicist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით 1970 წელს; მოსკოვის ჰიდრომეტეოროლოგიის ცენტრის ასპირანტურა სპეციალობით ატმოსფერული პროცესების მოდელირება 1975 წელს.

1977-1996წწ. იყო ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ამინდის პროგნოზირების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1996-2006წწ. ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი: 1996-1998წწ. კლიმატის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე; 1998-2004წწ. უცხოეთთან ურთიერთობის და პოლიტიკის მთავარი სამმართველოს უფროსი; 2004-2006წწ. ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურის უფროსის მოადგილე; 2004-2011წწ. ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ჰიდროლოგიის განყოფილების უფროსი; 2006-2019წწ. გარემოს ეროვნული სააგენტო: 2006-2007წწ. სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი; 2007-2014წწ. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი; 2014-2019წწ. ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის უფროსი-მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი. მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ორგანიზაციების (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს გარემოს პროგრამა, გაეროს კულტურისა და მეცნიერების ორგანიზაცია, კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისი საბჭო, ევროპის სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ჩარჩო პროგრამის სხვადასხვა პროექტების, ნატოს პროგრამა მშვიდობისათვის, კლიმატის ტექნოლოგიების სამეცნიერო ქსელის და სხვა) 50-ზე მეტ სამეცნიერო პროგრამისა და პროექტის შესრულებაში; მონაწილეობდა ამ ორგანიზაციების სიმპოზიუმების, სამეცნიერო კონფერენციების და სესიების მუშაობაში. იყო სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების სექციების, სესიების თავმჯდომარე. წაკითხული აქვს ლექციები და სამეცნიერო მოხსენებები ევროპისა და აზიის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში და უნივერსიტეტებში; გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და 6 სამეცნიერო მონოგრაფია. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფის წევრი, როგორც რეგიონალურ ასევე ეროვნულ დონეზე. ფიზიკის აკადემიური დოქტორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge

Awards and Honors

  • ღირსების მედალი

Bibliography


Share: