The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანა ლეთოდიანი

ანა ლეთოდიანი
დაბადების თარიღი:13 მაისი, 1978  (48 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი 1999 წელს;, მაგისტრატურა 2001 წელს და დოქტორანტურა 2011 წელს.

2003-2004წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ თანამშრომლად; 2005-2006წწ. მოწვეულ მასწავლებლად; 2007-2015წწ. უფროს ლაბორანტად; 2008-2015წწ. მოწვეულ ლექტორად; 2015-2025წწ. ასისტენტ-პროფესორად; 2025 წლიდან არის ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; მისი კვლევის სფეროა ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა: სემიოტიკა, ჰერმენევტიკა, მხატვრული სტილისტიკის საკითხები, ლიტერატურული ტექსტის თანამედროვე მეთოდები და ტექსტის გააზრება, ტექსტის კომპარატივისტული ანალიზი. დასახელებული ინტერესების კონტექტში ასევე საყურადღებოა მედიავალური ლიტერატურა, ქართულ-ბიზანტიური ჰაგიოგრაფიული ტექსტების სტრუქტურულ-ტიპოლოგიურ კვლევა (ქართული აგიოგრფიული ტექსტების ჟანრული მარკერების გამოკვეთა, პერსონაჟის ხასიათზე, სტილისტურ თხრობის სისტემებსა და ე.წ. შაბლონთა, სიმბოლოთა, რიტორიკულ ფიგურათა ტიპებზე დაკვირვება). 2020 წლიდან არის ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალ "სტუდენტური კვლევების" სარედაქციო საბჭოს წევრი. ფილოლოგიის დოქტორი PhD (2011). მოიპოვა ი. ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდია (2011).

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA), წევრი (2022-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: