| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანა ლეთოდიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი 1999 წელს;, მაგისტრატურა 2001 წელს და დოქტორანტურა 2011 წელს. 2003-2004წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ თანამშრომლად; 2005-2006წწ. მოწვეულ მასწავლებლად; 2007-2015წწ. უფროს ლაბორანტად; 2008-2015წწ. მოწვეულ ლექტორად; 2015-2025წწ. ასისტენტ-პროფესორად; 2025 წლიდან არის ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; მისი კვლევის სფეროა ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა: სემიოტიკა, ჰერმენევტიკა, მხატვრული სტილისტიკის საკითხები, ლიტერატურული ტექსტის თანამედროვე მეთოდები და ტექსტის გააზრება, ტექსტის კომპარატივისტული ანალიზი. დასახელებული ინტერესების კონტექტში ასევე საყურადღებოა მედიავალური ლიტერატურა, ქართულ-ბიზანტიური ჰაგიოგრაფიული ტექსტების სტრუქტურულ-ტიპოლოგიურ კვლევა (ქართული აგიოგრფიული ტექსტების ჟანრული მარკერების გამოკვეთა, პერსონაჟის ხასიათზე, სტილისტურ თხრობის სისტემებსა და ე.წ. შაბლონთა, სიმბოლოთა, რიტორიკულ ფიგურათა ტიპებზე დაკვირვება). 2020 წლიდან არის ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალ "სტუდენტური კვლევების" სარედაქციო საბჭოს წევრი. ფილოლოგიის დოქტორი PhD (2011). მოიპოვა ი. ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდია (2011). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

