| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა მათნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ფილოლოგის სპეციალობით. მისი ერთ-ერთი მწვრთნელი, საქართველოს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილი იყო. ის ოთხჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი სახვადახვა ასაკობრივ კატეგორიებში (1992, 1993, 1994, 1998). იგი ასევე წარმატებით გამოდიოდა საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ბრატისლავაში 10 წლამდე გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა (1993). ასევე მოიპოვა ორი ოქროს მედალი მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე (1997). 1998-1999წწ. ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი 16 წლამდე გოგონათა შეჯიბრებაში. მან პეტრაში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა (1999); მეორე წელს, ავილესში გამართულ იმავე შეჯიბრებაში, ბრინჯაოს მედალი; ანტალიაში ელვისებურ ჭადრაკში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატზე, ოქროს მედალი მოიპოვა (2002), რეტიმონში მესამე დაფაზე იასპარეზა და გუნდურ ვერცხლის მედალს დაეუფლა (2003); 2004-2005წწ. ორი გუნდური ოქრო და ინდივიდუალური ვერცხლის მედლები აიღო. მას ფიდემ ქალთა შორის დიდოსტატისა (2002) და საერთაშორისო ოსტატის წოდება მიანიჭა (2006). იგი მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის მონაწილეა (2004); ესპანეთის სახელით იღებს მონაწილეობას საჭადრაკო ასპარეზობებში (2012). საერთაშორისო დიდოსტატი (2002). საქართველოს საპრეზიდენტო ფონდის ლაურიატი (1998-2003), შემდეგ კი მისი სტიპენდიატი (2001). მოჭადრაკე. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

