The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანა მათნაძე

ანა მათნაძე
Date of birth:20 February, 1983  (43 years)
Category:Athlete, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ფილოლოგის სპეციალობით. 

მისი ერთ-ერთი მწვრთნელი, საქართველოს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილი იყო. ის ოთხჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი სახვადახვა ასაკობრივ კატეგორიებში (1992, 1993, 1994, 1998). იგი ასევე წარმატებით გამოდიოდა საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ბრატისლავაში 10 წლამდე გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა (1993). ასევე მოიპოვა ორი ოქროს მედალი მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე (1997). 1998-1999წწ. ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი 16 წლამდე გოგონათა შეჯიბრებაში. მან პეტრაში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა (1999); მეორე წელს, ავილესში გამართულ იმავე შეჯიბრებაში, ბრინჯაოს მედალი; ანტალიაში ელვისებურ ჭადრაკში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატზე, ოქროს მედალი მოიპოვა (2002), რეტიმონში მესამე დაფაზე იასპარეზა და გუნდურ ვერცხლის მედალს დაეუფლა (2003); 2004-2005წწ. ორი გუნდური ოქრო და ინდივიდუალური ვერცხლის მედლები აიღო. მას ფიდემ ქალთა შორის დიდოსტატისა (2002) და საერთაშორისო ოსტატის წოდება მიანიჭა (2006). იგი მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის მონაწილეა (2004); ესპანეთის სახელით იღებს მონაწილეობას საჭადრაკო ასპარეზობებში (2012). საერთაშორისო დიდოსტატი (2002). საქართველოს საპრეზიდენტო ფონდის ლაურიატი (1998-2003), შემდეგ კი მისი სტიპენდიატი (2001). მოჭადრაკე. 

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge


Share: