| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი კორინთელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1941 წელს. 1941-1945წწ. ომის დროს იბრძოდა: სამხრეთ-დასავლეთისა და სტალინგრადის ფრონტებზე, ორიოლსკის მიმართულებით, ცენტრალურ და პირველ ბელორუსიის ფრონტებზე საბჭოთა საოკუპაციო ჯარების შემადგენლობაში. მძიმე ჭრილობის მიღების გამო დემობილიზებულ იქნა საბჭოთა არმიის რიგებიდან 1946 წელს. 1946-1949წწ. იყო აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის ექიმი-ორდინატორი; 1949-1953წწ. იყო ამავე ინსტიტუტის კლინიკური სტაციონარის გამგე; 1953-1957წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს აკადემიკოს გრ. მუხაძის სახელობის სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1957-1961წწ. ამავე ინსტიტუტის დონორთა განყოფილების ხელმძღვანელი; 1961-1962წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიური ინსტიტუტის ფიზიოლოგიისა და პათოფიზიოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1962 წელს (კონკურსით) მუშაობა განაგრძო ამავე ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების ელექტროგრაფიის ლაბორატორიის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1962-1988წწ. ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; იყო თეორიულ - პრაქტიკული მნიშვნელობის 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთაც უმეტესობა ინსტიტუტის კრებულშია დაბეჭდილი. შრომები ეხება გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის მნიშვნელოვან საკითხებს. იგი აქტიურად მონაწილეობდა კარდიოლოგიის ინსტიტუტის მიერ მოწყობილ გაფართოებულ სამეცნიერო სესიის მუშაობაში ქალაქებში: თბილისი, კიევი, მოსკოვი და სხვა; ასევე მონაწილეობდა თბილისის კარდიოლოგიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ყველა სამეცნიერო ექსპედიციაში (1947-1951) და აწარმოებდა ჰიპერტონიული სნეულებით შეპყრობილ ავადმყოფთა აღრიცხვასა და შესწავლას სხვადასხვა რაიონში. იგი შესანიშნავი დონორთა კადრების დაკომპლექტების საქმის ორგანიზატორი იყო. ხუთი საომარო ორდენითა და მედლებით იყო დაჯილდოებული, ასევე, უმაღლესი მთავარსარდლის ი. სტალინის 2 პირადი მადლობით. ცნობილი ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიატო დისერტაციის თემა - "ჰიპერტონიული სნეულების მკურნალობა სალსილინ-ნოვოკაინის ნარევით", დაიცვა 1959 წელს. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.439-440
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

