| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალენტინ პრიანიშნიკოვი![]()
ბიოგრაფიავალენტინ პრიანიშნიკოვი, რომელიც საქვეყნოდ ცნობილ მეცნიერთა პლეადის, პრიანიშნიკოვების დინასტიის შთამომავალი იყო, მუშაობდა ბათუმის საავადმყოფოს მთავარ ექიმად. მას ეკუთვნის შრომები: "კენჭოვანი დაავადების ენდემური გავრცელება", "მკვიდრ მოსახლეობაში ავთვისებიანი სიმსივნის გავრცელება", "ყბების კრუნჩხვის დროს ოპერაციების თავისებურების შესახებ" და სხვ. სულ 10-ზე მეტი ნაშრომი. ბათუმის კლიმატზე გამართული კამათის დროს ვალენტინ პრიანიშნიკოვმა ამ თემაზე სამეცნიერო ნაშრომი მოამზადა - "ბათუმის როგორც კლიმატური სადგურის მნიშვნელობის საკითხისათვის", სადაც გააკეთა სამართლიანი დასკვნები იმის შესახებ რომ ნალექების დიდი რაოდენობა სულაც არ ამცირებს ბათუმის საკურორტო მნიშვნელობას. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ვალენტინ პრიანიშნიკოვის "მოგზაურობა ართვინში"; ეს ნაშრომი 1911 წელს გამოქვეყნდა სტატიების კრებულში, "რუსსკიე ტროპიკი". ეს არის დაკვირვებული მოგზაურისა და ორიენტალისტის ნააზრევი, რომელიც ნებისმიერი პუბლიცისტის ნაწერს არ ჩამორჩება. ტრაგიკულად დასრულდა ამ შემოქმედი ექიმის მოღვაწეობა. 1911 წელს გაძარცვის მიზნით მას სოფელ კაპრეშუმში, საკუთარ სახლში თავს დაესხნენ ყაჩაღები და სასიკვდილოდ დაჭრეს, გარდაიცვალა საავადმყოფოში. მისი შვილი დიმიტრი, პროფესორი მუსიკის დარგში, რომელიც იმ დროს ოთხი წლისა იყო, 1974 წელს ბათუმში ჩავიდა და 63 წლის შემდეგ მიაგნო იმ ადგილს, სადაც მათი სახლი იდგა. მან მამის ცხოვრების ამსახველი არქივი ბათუმს გადასცა. წყარო: რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში : (აჭარის მაგალითზე...). წ. 1, [... უძველესი დროიდან 1945 წლამდე] / რამაზ სურმანიძე.-ბათუმი,2001.-გვ.91-92
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

