The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალენტინ პრიანიშნიკოვი

Date of birth:1867
Date of death:1911  (at 44 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

ვალენტინ პრიანიშნიკოვი, რომელიც საქვეყნოდ ცნობილ მეცნიერთა პლეადის, პრიანიშნიკოვების დინასტიის შთამომავალი იყო, მუშაობდა ბათუმის საავადმყოფოს მთავარ ექიმად. მას ეკუთვნის შრომები: "კენჭოვანი დაავადების ენდემური გავრცელება", "მკვიდრ მოსახლეობაში ავთვისებიანი სიმსივნის გავრცელება", "ყბების კრუნჩხვის დროს ოპერაციების თავისებურების შესახებ" და სხვ. სულ 10-ზე მეტი ნაშრომი. ბათუმის კლიმატზე გამართული კამათის დროს ვალენტინ პრიანიშნიკოვმა ამ თემაზე სამეცნიერო ნაშრომი მოამზადა - "ბათუმის როგორც კლიმატური სადგურის მნიშვნელობის საკითხისათვის", სადაც გააკეთა სამართლიანი დასკვნები იმის შესახებ რომ ნალექების დიდი რაოდენობა სულაც არ ამცირებს ბათუმის საკურორტო მნიშვნელობას. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ვალენტინ პრიანიშნიკოვის "მოგზაურობა ართვინში"; ეს ნაშრომი 1911 წელს გამოქვეყნდა სტატიების კრებულში, "რუსსკიე ტროპიკი". ეს არის დაკვირვებული მოგზაურისა და ორიენტალისტის ნააზრევი, რომელიც ნებისმიერი პუბლიცისტის ნაწერს არ ჩამორჩება. ტრაგიკულად დასრულდა ამ შემოქმედი ექიმის მოღვაწეობა. 1911 წელს გაძარცვის მიზნით მას სოფელ კაპრეშუმში, საკუთარ სახლში თავს დაესხნენ ყაჩაღები და სასიკვდილოდ დაჭრეს, გარდაიცვალა საავადმყოფოში. მისი შვილი დიმიტრი, პროფესორი მუსიკის დარგში, რომელიც იმ დროს ოთხი წლისა იყო, 1974 წელს ბათუმში ჩავიდა და 63 წლის შემდეგ მიაგნო იმ ადგილს, სადაც მათი სახლი იდგა. მან მამის ცხოვრების ამსახველი არქივი ბათუმს გადასცა.

წყარო: რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში : (აჭარის მაგალითზე...). წ. 1, [... უძველესი დროიდან 1945 წლამდე] / რამაზ სურმანიძე.-ბათუმი,2001.-გვ.91-92


Share: