| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოგა ვალიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს; ასპირანტურა 1991 წელს. 1991 წლიდან მუშაობდა ქ. მოსკოვის ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტში; 1992-1999წწ. დაბრუნდა სამშობლოში და თბილისის სარაჯიშვილის სახელობის სამეცნიერო-კელევითი კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში ექიმ-ნეიროქირურგად მუშაობდა; 1999-2005წწ. იყო თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიის წამყვანი სპეციალისტი; 20005 წელს აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოწვევით ქ. ბათუმის რესპუბლიკურ სავადმყოფოში წამყვან ნეიროქირურგად დაინიშნა; 2008 წელს როგორც საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ნეიროქირურგი, თანამედროვე მსოფლიოს სტანდარტების შესაბამისდ აღჭურვილ შპს ჯანმრთელობის ცენტრ "მედინა"-ში ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მიიწვიეს. არის 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ნეიროქირურგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეების კომპლექსური მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი", დაიცვა 1991 წელს. წყარო: ისინი ქმნიან ეპოქას: ოქროს წიგნი / დარეჯან სანიკიძე.-თბ.,2016.-გვ.180
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

