The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ გიორგაძე

ვახტანგ გიორგაძე
Date of birth:29 July, 1919
Date of death:5 April, 1981  (at 61 years)
Burial location:საფიჩხიის სასაფლაო, ქუთაისი
Category:Medical Doctor, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გელათი, ლაგოდეხის რაიონი.

დაამთავრა  ქ. თბილისდუსტრიული ტექნიკუმის საამშენებლო ფაკულტეტი 1937 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს.

1942 წელს გაიწვიეს ომში. 1942-1945წწ. იბრძოდა ბრიანსკის, ბელორუსიისა და უკრაინის ფრონტებზე. მონაწილეობა აქვს მიღებული რაიხსტაგის აღებაში, რომლის კვამლით გამურულ კედელზე დატოვა ავტოფრაფი: "თბილისიდან - ბერლინამდე გამარჯვებით, ვახტანგ გიორგაძე, 1945 წლის 8 მაისი". მუშაობდა სამხედრო ჰოსპიტლებში : ქუთაისში (1946-1947, ჰოსპიტლის განყოფილების გამგედ), საბჭოთა ოკუპირებული ჯარების სამხედრო ჰოსპიტალში (1947-1951, გდრ), ქ. ხარკოვში (1951-1958, გარნიზონის ჰოსპიტალი). 1958 წლიდან მუშაობდა: საქართველოს კურორტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წყალტუბოს ფილიალში, ქუთაისის ფიზიოთერაპიული საავადმყოფოს სტაციონარის განყოფილების გამგედ, ქ. ქუთაისის პირველი საავადმყოფოს გაერთიანების მთავარ ექიმად, ქუთაისის სამედიცინო სასწავლებლის დირექტორად, შინაგან საქმეთა სამმართველოს საექიმო ამბულატორიის უფროსად. ყველგან გამოირჩეოდა საუკეთესო ჯანდაცვის ორგანიზატორად და ექიმ-კარდიოლოგად. 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომლებიც წლების მანძილზე იბეჭდებოდა საკავშირო, რესპუბლიკურ და საქალაქო ჟურნალებსა და გაზეთებში ნარკვევების, წერილების, კორესპონდენციების სახით. მოხსენებით წარსდგებოდა რესპუბლიკურ და საკავშირო მეცნიერულ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე ქალაქებში: ხარკოვი (1957), ლენინგრადი (1963), წყალტუბო (1964), მოსკოვი (1965), მინსკი (1965), ვილნიუსი (1970), კიშინიოვი (1973), თბილისი (1964, 1967, 1972, 1974), ქუთაისი (1963-1983); ვ. გიორგაძის ნაშრომთა შორის რამდენიმე მონოგრაფია: "ძველი მსოფლიოს სამედიცინო ქრონიკები" (1971, თანაავტორი პროფესორი ლევან სანიკიძე), "ძველი და ახალი ქუთაისი" (ავტორთა ჯგუფი, 1973), "ჯანმრთელობის დაცვის მოამაგენი" (თანაავტორი, 1977), "მედიცინის ემბლემები" (თანაავტორი, 1979), "ქუთაისის სამედიცინო საზოგადოება" (1973), "კვალი ნათელი" (ფსიქიატრ ივანე სხირტლაძის ცხოვრება და მოღვაწეობა, 1984), "ექიმის თანაშემწე და ავადმყოფი" (1975), "სანამ არ არის გვიან" (ალკოჰოლის მავნებლობის შესახებ, 1987). იგი 4 რაციონალიზატორული წინადადების  ავტორია, რომლებიც გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონალური დიაგნოსტიკის საკითხებს ეძღვნება. წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქ. ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელში, ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. მისი ინიციატივითა და მისივე ხელმძღვანელობით 1967 წელს საზოგადოებრივ საწყისებზე შეიქმნა მედიცინის ისტორიის ქუთაისის მუზეუმი, რომელსაც 1997 წელს მიენიჭა ბატონ ვახტანგ გიორგაძის სახელი, ხოლო საზოგადოება "ქუთაისელმა" გამოსცა ბროშურა სახელწოდებით "ღვაწლი მკურნალისა" (გამომცემლობა "საქართველო"-ს ქუთაისის ფილიალი, 1992 წელი). მიღებული ჰქონდა მთავრობის 20 ჯილდო მადლობების, ორდენებისა და მედლების სახით. ექიმი-კარდიოლოგი, უმაღლესი კატეგორიის ექმი ჯანდაცვის ორგანიზაციაში, მედიცინის ისტორიკოსი, მედიცინის სამსახურის პოლკოვნიკი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.501-506

Member of Organizations

  • აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სამეცნიერო საბჭო, წევრი (1970-)
  • გელათის სახალხო აკადემიის საბჭო, წევრი (1972-)
  • დასავლეთ საქართველოს გეოგრაფთა სამეცნიერო საზოგადოების სამედიცინო-გეოგრაფიის სექტორი, ხელმძღვანელი (1980-)
  • მშრომელთა დეპუტატთა ქ. ქუთაისის საქალაქო საბჭო, დეპუტატი (1967-1969)
  • მშრომელთა დეპუტატთა ქ. ქუთაისის საქალაქო საბჭო, დეპუტატი (1961-1963)
  • პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება, ხელმძღვანელი (1974-1985)
  • საზოგადოება "ცოდნის" მედიცინის სექცია, ხელმძღვანელი და ლექტორი (1970-)
  • საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო პრაქტიკული ჟურნალის "საბჭოთა მედიცინის" სარედაქციო საბჭო, წევრი (1974-)
  • ტურისტულ კლუბ "ოქროს ჩარდახთან" არსებული ომისა და შრომის ვეტერანთა ქვეითი ტურიზმის საქალაქო სექცია, თავმჯდომარე (1980-)
  • ქ. ქუთაისის ლენინის რაიონის სამეცნიერო-ტექნიკური და შემოქმედებითი ინტელიგენციის კლუბი, ვიცე-პრეზიდენტი (1983-)
  • ქ. ქუთაისის მედიცინის ისტორიის სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1962-)
  • ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის სამეცნიერო საბჭო, წევრი (1975-)

Awards and Honors

  • 1966 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

Bibliography


Share: