| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვენერა ხიდეშელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხიდეშლები, ონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს. 1949 წელს ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში გაიარა სპეციალიზაცია ონკოლოგიაში; 1949-1952წწ. ონის რაიონის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების ექიმი-ონკოლოგია; 1953 წელს ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ქ. ორჯონიკიძის რესპუბლიკური ონკოლოგიური დისპანსერის ქირურგი-ონკოლოგია; 1953-1956წწ. ქ. მოსკოვის პ. გერცენის სახელობის ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი-ორდინატორია; 1956-1962წწ. ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ქ. ორჯონიკიძის რესპუბლიკური ონკოლოგიური სტაციონარის ქირურგი-ონკოლოგი; 1959 წელს კვალიფიკაცია გაიარა ონკოლოგიაში სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ქ. ლენინგრადის ონკოლოგიის ინსტიტუტში; 1963-1977წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ქ. თბილისის ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქირურგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1997წწ. ქ. თბილისის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის რბილი ქსოვილებისა და ძვლის სიმსივნეების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; მას ეკუთვნის 19 სამეცნიერო ნაშრომი; ოპერაციებს აკეთებდა მუცლის ღრუზე, სარძევე ჯირკვლებზე, ლიმფატიკურ აპარატზე, ფლობდა კიბოს დაავადებათა ობიექტური დიაგნოსტიკის ენდოსკოპურ მეთოდებს და სხვა. ექიმი-ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დამსახურებული პენსიონერი პროფესორი (1998). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბარის სხეულაკების კლინიკური მნიშვნელობა სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების დროს", დაიცვა 1973 წელს. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.547-549 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

