| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ხიმური რუხაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მარტვილი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკოსის კვალიფიკაციით 1968 წელს. 1968 წლიდან მუშაობდა ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში სხვადასხვა სამეცნიერო თანამდებობაზე, მათ შორის გამოყენებითი ლოგიკისა და პროგრამირების ლაბორატორიის ხელმძღვანელად და მათემატიკური ლოგიკისა და მეთოდოლოგიის განყოფილების გამგედ. 1974-1975 წლებში სამეცნიერო სტაჟირება გაიარა ვარშავის უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტში. მისი სამეცნიერო კვლევის ინტერესთა სფერო იყო კლასიკური და კომპიუტერული ლოგიკა. სამეცნიერო და საორგანიზაციო საქმიანობათა პარალელურად, 1976 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 1985 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 2006 წლიდან იყო ასოცირებული პროფესორი. თბილისისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისი ხელმძღვანელობით შვიდმა დოქტორანტმა წარმატებით დაიცვა დოქტორის ხარისხი. მონაწილეობდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონფერენციებში. მისი ორგანიზებით საქართველოში ჩატარდა მრავალი სამეცნიერო კონფერენცია, სიმპოზიუმი და სეზონური სკოლა, მათ შორის აღსანიშნავია საკავშირო კონფერენციები მათემატიკურ ლოგიკაში და ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმი "ენა, ლოგიკა და გამოთვლები", რომელიც 1995 წლიდან რეგულარულად იმართება ამ დარგების არაერთი ცნობილი მეცნიერის მონაწილეობით. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო სტატია და ხუთი სახელმძღვანელო, ავტორია ექვსი გამოგონების. მათემატიკის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). სადისერტაციო თემა - "შემამოკლებელი სიმბოლოების სისტემის შესახებ", დაიცვა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1980 წელს. წყარო: საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ვებგვერდი: gmu.gtu.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

