The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომან პაპავა

რომან პაპავა
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1940
გარდაცვ. თარიღი:14 თებერვალი, 2000  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:გამომგონებელი, ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს.

1968-1971წწ. იყო ყაზახეთის სსრ ცელინოგრადის ოლქის ჯერ ასტრახანის რაიონის რაიქირურგი და ქირურგიული განყოფილების გამგე, შემდეგ ამავე ოლქის ბალკაშინოს რაიონის ბელგოროდსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმი და ქირურგი; 1969-1970წწ. გაიარა სპეციალიზაცია ზოგად ქირურგიაში ალმა-ატის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში; 1971 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის თანამშრომელი, ასპირანტი (1971-1974), ამავე კათედრის ასისტენტი (1975-1984), აქვე დოცენტი (1984-1998); კვალიფიკაცია აიმაღლა ქირურგიაში მოსკოვსა და ლენინგრადში (1978, 1984), ქირურგიულ სნეულებათა I კათედრის პროფესორი (2000). მის მიერ კლინიკაში დაინერგა კუჭის ფუნქციური მდგომარეობის შემსწავლელი ლაბორატორია. იყო 70 მეცნიერული ნაშრომის ავტორი ქირურგიაში, მათ შორის 3 მონოგრაფია და ერთი გამოგონების. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1975), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი. ექიმი-ქირურგი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.547-549


გააზიარე: