| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რომან პაპავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს. 1968-1971წწ. იყო ყაზახეთის სსრ ცელინოგრადის ოლქის ჯერ ასტრახანის რაიონის რაიქირურგი და ქირურგიული განყოფილების გამგე, შემდეგ ამავე ოლქის ბალკაშინოს რაიონის ბელგოროდსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმი და ქირურგი; 1969-1970წწ. გაიარა სპეციალიზაცია ზოგად ქირურგიაში ალმა-ატის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში; 1971 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის თანამშრომელი, ასპირანტი (1971-1974), ამავე კათედრის ასისტენტი (1975-1984), აქვე დოცენტი (1984-1998); კვალიფიკაცია აიმაღლა ქირურგიაში მოსკოვსა და ლენინგრადში (1978, 1984), ქირურგიულ სნეულებათა I კათედრის პროფესორი (2000). მის მიერ კლინიკაში დაინერგა კუჭის ფუნქციური მდგომარეობის შემსწავლელი ლაბორატორია. იყო 70 მეცნიერული ნაშრომის ავტორი ქირურგიაში, მათ შორის 3 მონოგრაფია და ერთი გამოგონების. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1975), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი. ექიმი-ქირურგი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.547-549
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

