The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი გრიგოლია

გიორგი გრიგოლია
Date of birth:18 August, 1918
Date of death:29 April, 1990  (at 71 years)
Burial location:სოფელ ჭოგნარის სასაფლაო
Category:Medical Doctor, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭოგნარი, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1941 წელს.

1941-1943წწ. განაწილებით მოხვდა სამტრედიის რაიონის სოფელ ტოლებში ექიმად; 1943 წელს გაწვეულ იქნა სამამულო ომში მოქმედ არმიაში. იბრძოდა: ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში, უკრაინასა და ჩეხოსლოვაკიაში; 1945-1954წწ. ომის დამთავრების შემდეგ მსახურობდა შეიარღებულ ძალებში; 1954-1955წწ. იყო სამტრედიის რაიონის სოფელ გამოჩინებულის საუბნო საავადმყოფოს გამგე; 1955-1963წწ. სამტრედიის რაიონის სოფელ საჯავახოს საუბნო საავადმყოფოს გამგე (1963); პარალელურად მუშაობდა სამტრედიის რაიონის გადაუდებელი დახმარების ექიმად. ხშირად იბეჭდებოდა მისი სტატიები და პრაქტიკული რჩევები ჯანმრთელობის საკითხებზე სამტრედიის რაიონის გაზეთ "წინსვლაში"; იყო რამდენიმე მოწვევის რაიონული და სასოფლო საბჭოს დეპუტატი; ბატონი გრიგოლია დაჯილდოებული იყო სამხედრო და სამოქალაქო ჯილდოებით: ორდენებითა და მედლებით, 13-ჯერ ჰქონდა მიღებული სტალინისგან მადლობა. დამსახურებული პენსიონერი (1985), ექიმი-თერაპევტი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.555-556

Awards and Honors

  • 1974 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • სამამულო ომის III ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

Share: