| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერი უროტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა აგარა, ხაშურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1952 წელს. 1952-1955წწ. იყოხაშურის რაიონის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ბავშვთა ინსპექტორი; 1955-1962წწ. ხაშურის სამშობიარო სახლის ექიმი-პედიატრი; 1962 წელს დაბა სურამის ბავშვთა სანატორიუმ "მთის მზის" მთავარი ექიმი; 1962-2004წწ. ხაშურის რაიონის სამშობიარო სახლის ექიმი-ორდინატორი; პარალელურად (1984-1987) იყო ხაშურის რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე ადმინისტრაციის დარგში; მან კვალიფიკაცია აიმაღლა ექიმთა დახელოვნების სპეციალიზაციის ციკლზე (1966, 1980), "მეანობა-გინეკოლოგიის აქტუალური საკითხების" ციკლზე (1987, 1988); 1972 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საატესტაციო კომისიამ მიანიჭა მეან-გინეკოლოგის მეორე კატეგორია, შემდეგ მეან-გინეკოლოგის პირველი კატეგორია. საქართველოს ჯანდაცვის კანონმდებლობის თანახმად მ. უროტაძეს ჩაბარებული ჰქონდა უნიფიცირებული სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდა და მინიჭებული ჰქონდა ექიმ-სპეციალისტის "მეანობა-გინეკოლოგია და პერინატალური მედიცინა" (სტაციონარის) წოდება (1999); წლების მანძილზე იყო ხაშურის რაიონის ქალთა საბჭოს თავმჯდომარე; მოსახლეობის წინაში სამედიცინო მომსახურეობის საქმეში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის დაჯილდოებული იყო მედლებით, სიგელითა და მადლობით. ექიმი მეან-გინეკოლოგი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.563-564 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

