The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ადა ნემსაძე

ადა ნემსაძე
Date of birth:23 May, 1975  (51 years)
Category:Scientist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თერჯოლა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1997 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა 2005 წელს.

2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2016-2017წწ. პარალელურად მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტად; 2017 წლიდან არის ამავე ფაკულტეტის მიწვეული ლექტორი; მისი კვლევის სფეროა XX-XXI ს. ქართული მწერლობა, როგორც მოდერნისტული, ისე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდები; იგი იკვლევს XX ს. II ნახევრის ქართული პროზის ხასიათს, ნიშნებს, თავისებურებებს. მისი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა ო. ჭილაძის მემკვიდრეობის შესწავლა. მონოგრაფიაში "იდენტიფიკაციის პრობლემა ოთარ ჭილაძის რომანებში" (2009); აღნიშნული პრობლემა გამოკვლეულია ამერიკის მეცნიერის, ე. ერიკსონის, იდენტობის ნეოფსიქოანალიტიკური თეორიის საფუძველზე, წარმოჩენილია იდენტობის სხვადასხვა სახეთა (ეროვნული, სოციალური, ფსიქოსოციალური, რელიგიური) მხატვრული გააზრების თავისებურებანი; მან გამოსცა წიგნი "ორი საუკუნე თანამედროვე ლიტერატურაზე", რომელშიც შევიდა ო. ჭილაძის მხატვრული სისტემის კვლევის, ცალკეულ კონცეპტთა და სახეთა ანალიზის ამსახველი ახალი ნაშრომები (2020); აღნიშნულ გამოცემაში დაიბეჭდა სტატიები თანამედროვე ქართველ ავტორთა შესახებ და შსს-ს არქივში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელმაც წარმოაჩინა მოდერნისტული პერიოდის ნაკლებად ცნობილი რამდენიმე ავტორი; ასევე იკვლევს მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს, თანამედროვე ქართული პროზის თემატიკას, ნოვაციებსა და ტრადიციებს, ენობრივ და სტილურ თავისებურებებს, მის მიმართებას მსოფლიო სალიტერატურო პროცესთან; აღნიშნული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა მის ფრანგულენოვან ნაშრომში "La prose géorgienne moderne" (2025); თანაავტორია კრებულებისა: "XX საუკუნის ქართული ლიტერატურა" (ნაწ. I, III, IV; 2016, 2021, 2025);  "ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა" (წიგ. I, II; 2016, 2018); არის რამდენიმე მონოგრაფიისა და კრებულის რედაქტორი, ჟურნალ "აფინაჟის" (2020-2021), "სტუდენტური კვლევების" (2020-დან) და "კრიტიკის" (2020-დან) სარედაქციო საბჭოების წევრი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (2006), ფილოლოგიის დოქტორი (2007).

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

Member of Organizations

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი), წევრი (2016-)
  • კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA), წევრი (2022-)

Bibliography


Share: