The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ნინიძე

ქეთევან ნინიძე
დაბადების თარიღი:31 ივლისი, 1983  (42 წლის)
კატეგორია:ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2004 წელს; მაგისტრატურა 2006 წელს.

2007-2016წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფ. განვითარების ცენტრის ექსპერტი, ინტერნეტგაზეთ და ჟურნალ "მასწავლებლის" ავტორი (2007). მეთოდური გამოცემის "ღია ჩარჩოები" ავტორი (2008), მასწავლებელთა პროფ. განვითარების პირველი ონლაინპროგრამის თანაავტორი (2010). მისი ინტერესთა სფეროებია: ძველი ქართული მწერლობა, XIX და XX ს. ქართული ლიტერატურა, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა, კულტუროლოგია, ლიტერატურის პოლიტიკის საკითხები, დემოკრატიული ღირებულებები ქართულ ლიტერატურაში, ლიტერატურის კანონი, ვაზი და ღვინო ქართულ სიტყვიერებაში და ღვინის მწერლობა. ავტორია სამეცნიერო ნაშრომისა "მილიტარისტული ნარატივის მორფოლოგია. ლიტერატურული პოლიტიკის საკითხები" (2009). მან თანაავტორობთან ერთად შეისწავლა "ლიბერალიზმის ეპოქა ქართულ ლიტერატურაში" (2015) და "ქართული რომანტიზმი - ნაციონალური და ინტერნაციონალური საზღვრები" (2012). მოამზადა აკაკი წერეთლის თხზულებათა სრული, აკადემიური ოცტომეულის მე-8 ტომი (2015).

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: