| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან ნინიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2004 წელს; მაგისტრატურა 2006 წელს. 2007-2016წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფ. განვითარების ცენტრის ექსპერტი, ინტერნეტგაზეთ და ჟურნალ "მასწავლებლის" ავტორი (2007). მეთოდური გამოცემის "ღია ჩარჩოები" ავტორი (2008), მასწავლებელთა პროფ. განვითარების პირველი ონლაინპროგრამის თანაავტორი (2010). მისი ინტერესთა სფეროებია: ძველი ქართული მწერლობა, XIX და XX ს. ქართული ლიტერატურა, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა, კულტუროლოგია, ლიტერატურის პოლიტიკის საკითხები, დემოკრატიული ღირებულებები ქართულ ლიტერატურაში, ლიტერატურის კანონი, ვაზი და ღვინო ქართულ სიტყვიერებაში და ღვინის მწერლობა. ავტორია სამეცნიერო ნაშრომისა "მილიტარისტული ნარატივის მორფოლოგია. ლიტერატურული პოლიტიკის საკითხები" (2009). მან თანაავტორობთან ერთად შეისწავლა "ლიბერალიზმის ეპოქა ქართულ ლიტერატურაში" (2015) და "ქართული რომანტიზმი - ნაციონალური და ინტერნაციონალური საზღვრები" (2012). მოამზადა აკაკი წერეთლის თხზულებათა სრული, აკადემიური ოცტომეულის მე-8 ტომი (2015). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

