| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამთა ფარულავა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპარსული ენისა და ლიტერატურის განხრით 1998 წელს. 1998-2009წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანული ფილოლოგიის კათედრის ლაბორანტი; 2010 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარია. მისი სამეცნიერო ინტერესების საგანია ზოგადად აღმოსავლური ლიტერატურა, კლასიკური სპარსული მწერლობა, ქართული ლიტერატურა, პროფესორ ალ. გვახარიას სამეცნიერო მემკვიდრეობის საარქივო მასალები. სხვადასხვა დროს ასწავლიდა თბილისის სკოლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას, უმაღლეს სასწავლებელში აღმოსავლური ლიტერატურის ისტორიას, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიას, მეტყველების კულტურას, ახალ ქართულ ენას, აკადემიურ წერას, შემოქმედებით და ანალიტიკურ წერას. გამოქვეყნებული აქვს სტატიები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა სამეცნიერო ჟურნალებში. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი (2006); აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

