The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამთა ფარულავა

თამთა ფარულავა
Date of birth:6 July, 1971  (54 years)
Category:Philologist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპარსული ენისა და ლიტერატურის განხრით 1998 წელს.

1998-2009წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანული ფილოლოგიის კათედრის ლაბორანტი; 2010 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარია. მისი სამეცნიერო ინტერესების საგანია ზოგადად აღმოსავლური ლიტერატურა, კლასიკური სპარსული მწერლობა, ქართული ლიტერატურა,  პროფესორ ალ. გვახარიას სამეცნიერო მემკვიდრეობის საარქივო მასალები. სხვადასხვა დროს ასწავლიდა თბილისის სკოლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას, უმაღლეს სასწავლებელში აღმოსავლური ლიტერატურის ისტორიას, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიას, მეტყველების კულტურას, ახალ ქართულ ენას, აკადემიურ წერას, შემოქმედებით და ანალიტიკურ წერას. გამოქვეყნებული აქვს სტატიები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა სამეცნიერო ჟურნალებში. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი (2006); აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

Bibliography


Share: