The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პანაიოტ სტავრიანიდი

პანაიოტ სტავრიანიდი
Date of birth:11 February, 1941  (85 years)
Category:Scientist, Physicist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი რადიო-ფიზიკოსის სპეციალობით 1965 წელს.

1965-1997წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტი, ინფორმაციის ასახვისა და გარდაქმნის ლაბორატორია: 1965-1971წწ. I კატეგორიის ტექნიკოსი, III, II, I კატეგორიის ინჟინერი; 1972-1997წწ. წამყვანი ინჟინერი, ჯგუფის ხელმძღვანელი; მეცნიერ-თანამშრომელი; 2014-2016წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტი, საინჟინრო ტექნიკური განყოფილება, ინჟინერი, 2016 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტი, ენობრივი და სამეტყველო სისტემების განყოფილება, მეცნიერ თანამშრომელი; 1973-1997 წლებში, შეთავსებით მუშაობდა გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინსტიტუტის რადიოლოგიურ ლაბორატორიაში, სადაც იკვლევდა ლაზერის და რენტგენის გამოსხივების ზემოქმედებას, ასევე საქართველოს ცენტრალურ ტელევიზიაში, სადაც სხვა თანამშრომლებთან ერთად დანერგა აპარატურა გამოსახულების ელექტრული ფორმირებისათვის. მონაწილეობა მიიღო ავიაციური ინდიკატორების შექმნასა და სრულყოფაში, რომელიც დანერგილი იყო მოსკოვში ტუპოლევის სახელობის საკონსტრუქტორო ბიუროში, კოსმოსური მედიცინის ინსტიტუტში და სამხედრო-საჰარეო აკადემიაში, აგრეთვე ქ. ჟუკოვსკის საფრენო-საგამომცდელო ინსიტუტში. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. რადიოფიზიკისა და ელექტრონიკის სპეციალისტი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge

Awards and Honors

  • 1985 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

Share: