The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკა ჩიკვაიძე

ეკა ჩიკვაიძე
დაბადების თარიღი:16 ოქტომბერი, 1969  (56 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი 1992 წელს, ასპირანტურა 1996 წელს; თბილისის წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის სასულიერო აკადემიის ბიზანტინისტიკის ფაკულტეტი 1995 წელს.

1992-1995წწ. თბილისის ეკონომიკის ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის მოწვეული მასწავლებელი; 2006 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 2007-2009წწ. თბილისის 27-ე საავტორო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 2007-2008წწ. საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2009-2015წწ. პროფესორი; 2016 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი; 2016-2017წწ. ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი განათლების ცენტრ "რენომეში"; 2018 წელს კავკასიის უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი; ბიზანტინისტთა ასოციაციის წევრი (1994); GCLA -ს წევრი (2020). მისი სამეცნიერო ინტერესთა სფერო ძირითადად მოიცავს ძველი ქართული ლიტერატურის საკითხებს, განსაკუთრებით კი - ქართულ ჰაგიოგრაფიულ კანონსა და მის თავისებურებებს ბიზანტიურთან მიმართებით. თავის კვლევებში ხელახლა წამოჭრა კიმენის საკითხი ტერმინის მართებულობის თვალსაზრისით. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები სხვადასხვა სამეცნიერო კრებულში, მათ შორის მაღალრეიტინგულ გამოცემებში. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (2005), ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი (PhD., 2008), პროფესორი. 

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: