| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეკა ჩიკვაიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი 1992 წელს, ასპირანტურა 1996 წელს; თბილისის წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის სასულიერო აკადემიის ბიზანტინისტიკის ფაკულტეტი 1995 წელს. 1992-1995წწ. თბილისის ეკონომიკის ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის მოწვეული მასწავლებელი; 2006 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 2007-2009წწ. თბილისის 27-ე საავტორო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 2007-2008წწ. საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2009-2015წწ. პროფესორი; 2016 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი; 2016-2017წწ. ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი განათლების ცენტრ "რენომეში"; 2018 წელს კავკასიის უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი; ბიზანტინისტთა ასოციაციის წევრი (1994); GCLA -ს წევრი (2020). მისი სამეცნიერო ინტერესთა სფერო ძირითადად მოიცავს ძველი ქართული ლიტერატურის საკითხებს, განსაკუთრებით კი - ქართულ ჰაგიოგრაფიულ კანონსა და მის თავისებურებებს ბიზანტიურთან მიმართებით. თავის კვლევებში ხელახლა წამოჭრა კიმენის საკითხი ტერმინის მართებულობის თვალსაზრისით. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები სხვადასხვა სამეცნიერო კრებულში, მათ შორის მაღალრეიტინგულ გამოცემებში. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (2005), ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი (PhD., 2008), პროფესორი. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

