| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო აბესაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სტატისტიკის სპეციალობით 1987 წელს; სწავლა განაგრძო ფაკულტეტის ასპირანტურაში. 2006 წლიდან არის ეკონომიკისა და სოციალური სტატისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი; 2010 წლიდან ეკონომიკის აკადემიური დოქტორი გაეროს ექსპერტი ფასების სტატისტიკაში; სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მრჩეველთა საბჭოს წევრი (2017); საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი, გერმანიის აკადემიის გაცვლის სამსახურის (DAAD) სამგზის სტიპენდიატი; 2014-2023წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა კოლეგიის წევრი (2019); ეკონომიკისა და სოციალური სტატისტიკის კათედრის დარგობრივი სარედაქციო კოლეგიის წევრი (2017); არის სახელმძღვანელოს, სალექციო კურსისა და სამეცნიერო სტატიების ავტორი და თანაავტორი: "ტურიზმის სტატისტიკის სრულყოფისათვის საქართველოში" (2011); "ინფლაციის გაანგარიშების მეთოდოლოგიის სრულყოფისათვის" (2012); "ბიზნესინფორმაციის საიმედოობა და მისი ხარისხის გაზომვის სტატისტიკური მეთოდები" (2010); მონაწილეობდა 50-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, 20-ზე მეტ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებსა და საგრანტო პროექტში; სამგზის გამარჯვებული სტუდენტური პროექტების კონსულტანტი. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქალთა დასაქმების სტატისტიკური შესწავლა და რაციონალიზაცია: (არასაწარმოო სფეროს მაგალითზე)", დაიცვა 1993. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

