| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო კვირიკაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1931 წელს. 1931-1933წწ. ქ. ლენტეხის (ქვემო სვანეთი) საექიმო პუნქტის გამგე; 1933-1936წწ. ქ. თბილისის ცენტრალური კლინიკური ინსტიტუტის (შემდგომ რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო) ჰოსპიტალური თერაპიის კლინიკის ექიმი-ორდინატორი; 1936-1940წწ. ქ. მოსკოვის საკავშირო ცენტრალური ტუბერკულოზის ინსტიტუტის ასპირანტი ბიოქიმიის განხრით; მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1940, ქ. მოსკოვის საკავშირო ცენტრალური ტუბერკულოზის ინსტიტუტი); 1941-1944წწ. ქ. თბილისის 1562-ე ევაკოჰოსპიტლის თერაპიის განყოფილების უფროსი; 1946-1951წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბიოქიმიური ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1951-1954წწ. აქვე - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1954-1956წწ. აქვე - ბიოქიმიური ლაბორატორიის გამგის მოვალეობის შემსრულებელი; 1959-1979წწ. ბიოქიმიური ლაბორატორიის გამგე; 1979-1987წწ. ამავე ინსტიტუტის საკონსულტაციო პოლიკლინიკის ბიოქიმიკოსი; 1987-1989წწ. ამავე ინსტიტუტის კლინიკური ბიოქიმიური ლაბორატორიის გამგე; 1989 წლიდან დამსახურებული პენსიონერი. იგი თავისი სამეცნიერო მოღვაწეობით გამორჩეული იყო. 57 მეცნიერული ნაშრომის, მათ შორის 43 დაბეჭდილი თეზისებისა და სტატიების ავტორი, რომლებიც საქართველოს საკავშირო თუ უცხოეთის სამეცნიერო კონფერენციების შრომათა კრებულებსა და კომპეტენტურ ჟურნალებში იბეჭდებოდა. დაჯილდოებულია მრავალი სიგელით, მედლითა და მადლობით. ექიმი-ბიოქიმიკოსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.647-648 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

