| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ აბრამიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1952 წელს. 1953-1962წწ. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფოტოთეკის გამგე. 1969-1974წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის პედაგოგი. დოცენტი (1974-1994), პროფესორი (1994-2002). სხვადსახვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიჰყადა კურსები: "შუა საუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნება" და "მუზეუმცოდნეობა". 1962-2002წწ. იყო მუზეუმის საგანძურის განყოფილების გამგე. მის სახელს უკავშირდება საქართველოში ეროვნული იკონოგრაფიის წარმოშობა-განვითარების პრობლემატიკის საგანგებო კვლევა. მან მონოგრაფიულად შეისწავლა წმ. დავით გარეჯელის ცხოვრების ამსახველი ციკლის შემცველი ძეგლები ძველ ქართულ სახვით ხელოვნებაში. წვლილი მიუძღვის ატენის სიონის კვლევის საქმეში. მონაწილეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ საქართველოს ისტორიის წყაროების კომისიის ექსპედიციებში, რომლის მუშაობის შედეგად გამოიცა ფრესკული წარწერების I ტომი (1989). მისი ინიციატივით დაინერგა საქართველოში ძნელად გასარჩევი ფრესკული წარწერებისა და ამა თუ იმ კომპოზიციის ულტრაიისფერი და ინფრაწითელი დასხივებით გამოვლენა და ფოტოგრაფირება. მისი ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა უძველესი ტიხრული მინანქრის დაკარგული ტექნოლ. პროცესების აღდგენა. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ლითონმქანდაკებლობის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში. იგი იყო ჟენევაში (1979), ვენაში (1981), ბელგრადსა (1981) და პარიზში (1982) გამართული ქართული ჭედური ხელოვნების ძეგლების გამოფენათა კატალოგების ერთ-ერთი ავტორი. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოში სამუზეუმო საქმის განვითარებაში. იყო შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურის განყოფილების ხელმძღვანელი რამდენიმე წლის განმავლობაში. ქართული ხელოვნების ისტორიის, საქართველოს ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, არქეოლოგიის, პალეოგრაფიის მკვლევარი. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1966), ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1993). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

