The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ზაგაშვილი

გიორგი ზაგაშვილი
Date of birth:18 June, 1947  (78 years)
Category:Public official, Engineer, Sailor, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ყაზბეგი.

დაამთავრა ლენინგრადის გემთსაამშენებლო ინსტიტუტი გემების ძალოვანი დანადგარების სპეციალობით 1972 წელს; გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები: ლენინგრადის ადმირალ მაკაროვის სახელობის საზღვაო აკადემია (1981, 1984); ჰამბურგი, გერმანია, კომპანია "ბომინფლოტი" (1990).

1972-1974წწ. იყო საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტექნიკური განყოფილების ინჟინერი და უფროსი ინჟინერი; 1974-1975წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მომარაგების სამსახურის დანადგარებისა და სათადარიგო ნაწილების განყოფილების უფროსი; 1975-1980წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემების ჯგუფის მექანიკოსი; 1980-1985წწ. ბათუმის საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1985-1988წწ. გრძელვადიანი მივლინებით იმყოფებოდა პოლონეთში, შეცინი, საზღვაო ფლოტის გემების შეკეთების ორგანიზება ექსპორტ-იმპორტული კორპორაციის "სუდოიმპორტ"-ის ხაზით; 1988-1993წწ. იყო საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ფლოტის ტექნიკური ექსპლუატაციის სამმართველოს უფროსი; 1993-1999წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1999-2005წწ. თბილისის საოკეანო სანაოსნო კომპანიის ტექნიკური მენეჯერი; 2005-2007წწ. გემების სამენეჯმენტო კომპანიის "ისტვინდ ჰელლასის" ტექნიკური მენეჯერი (საბერძნეთი, პირეი); 2007-2009წწ. თბილისის საოკეანო სანაოსნო კომპანიის ტექნიკური მენეჯერი და "ისტ ვინდ, ნიუ-იორკის" ტექნიკური სუპერინტენდანტი; 2009-2011წწ. ჩინეთის ჟიანჟანგ-ის გემსაამშენებლო ქარხანაში, აშშ კომპანია "ინტრეპიდის" სახელით 17000 ტონიანი დედვეიტის ქიმმზიდდების მშენებლობის ზედამხედველობა; 2011-2012წწ. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საინჟინრო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

Awards and Honors

  • 2002 - ღირსების ორდენი
    საზღვაო დარგის განვითარებაში გაწეული ღვაწლისთვის

Share: