The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ გაჩეჩილაძე

თამაზ გაჩეჩილაძე
Date of birth:25 September, 1938
Date of death:1 October, 2004  (at 66 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Educator, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1962 წელს.

1962-1965წწწ. იყო ქ. ჭიათურის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი-ორდინატორი; 1965-1967წწ. ქ. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1967-1969წწ. ქ. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის ექიმი სამუშაო ადგილით; საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი-ორდინატორი (1969); 1969-1985წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1985-1988წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1989-1994წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის პროფესორი; 1994-2004წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული კლინიკის ქირურგიული ბლოკის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ქირურგიის, ორთოპედიისა და ანესთეზიოლოგია - რეანიმატოლოგიის კათედრის პროფესორი; ავტორია 103 მეცნიერული ნაშრომისა, რომელიც ბავშვთა ქირურგიის აქტუალურ საკითხებს, მათ შორისაა 2 გამოგონება, 4 რაციონალიზატირული წინადადება და 2 სახელმძღვანელო პედიატრიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის -"ჩვილ ბავშვთა ქირურგია" (1998, თანაავტოტებთან ერთად) და "ბავშვთა ქირურგია" (2002); იგი იყო საქართველოში ბავშვთა პროქტოლოგიის ფუძემდებელი. ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს და ლექციებს; აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა როგორც სასწავლო, ასევე სამკურნალო პროცესის სრულყოფაში, ნერგავდა კლინიკაში ოპერაციული მკურნალობის თანამედროვე მიღწევებს. თბილისის პედიატრიული ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ბავშვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1969), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.649-652

Member of Organizations

  • ამერიკის პედიატრიული აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს ბავშვთა ქირურგთა კავშირი, ვიცე-პრეზიდენტი (1994-)
  • საქართველოს სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Share: