| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირინა ამბოკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი (სპეციალობა-მყარი სხეულების ფიზიკა) 1985 წელს. 1986 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1986-2006წწ. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2011წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ნივთიერებათა კვლევის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევარი; 2015 წლიდან აკადემიკოს ნ. კეკელიძის სახელობის ნივთიერებათა კვლევის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ნივთიერებათა ფიზიკის თვისებების კვლევის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (STCU) მიერ დაფინანსებულ სამეცნიერო პროექტებში, ასევე NATO–OSCE საერთაშორისო პროექტში "სამხრეთ კავკასიის მდინარეების მონიტორინგი". მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. არის 20-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი. შრომების დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში: "Temperature Dependence of electron mobility in doped n-Ge" (თანაავტორი, 1999); "Technology for creation of radiation hard materials. International conference Advanced Materials and Technologies" (თანაავტორი, 2015); "Radionuclides: Properties, Behavior and Potential Health Effects" (2020). კოლეგებთან ერთად მიღებული აქვს 16-ზე მეტი ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების გრანტი. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

