| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირინა ამბოკაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი (სპეციალობა-მყარი სხეულების ფიზიკა) 1985 წელს. 1986 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1986-2006წწ. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2011წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ნივთიერებათა კვლევის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევარი; 2015 წლიდან აკადემიკოს ნ. კეკელიძის სახელობის ნივთიერებათა კვლევის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ნივთიერებათა ფიზიკის თვისებების კვლევის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (STCU) მიერ დაფინანსებულ სამეცნიერო პროექტებში, ასევე NATO–OSCE საერთაშორისო პროექტში "სამხრეთ კავკასიის მდინარეების მონიტორინგი". მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. არის 20-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი. შრომების დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში: "Temperature Dependence of electron mobility in doped n-Ge" (თანაავტორი, 1999); "Technology for creation of radiation hard materials. International conference Advanced Materials and Technologies" (თანაავტორი, 2015); "Radionuclides: Properties, Behavior and Potential Health Effects" (2020). კოლეგებთან ერთად მიღებული აქვს 16-ზე მეტი ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების გრანტი. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

