| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ნანიტაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1978-1979წწ. სწავლობდა ქ. ლენინგრადის პედიატრიის ინსტიტუტში; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1984 წელს; ქ. ამსტერდამის ნიდერლანდების ტროპიკული ინსტიტუტის მაგისტრატურა 1999 წელს. 1984-1985წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1985-1988წწ. ქ. რუსთავის ბავშვთა პოლიკლინიკის პედიატრი; 1988-1995წწ. ქ. თბილისის ბავშვთა პირველი პოლიკლინიკის ალერგოლოგიული განყოფილების ექიმი-პედიატრი; 1995-1996წწ. საერთაშორისო დანიშნულების სამედიცინო პროგრამა, ქ. თბილისის ჰოლანდიის არასამთავრობო ორგანიზაციის - "ექიმები საზღვრებს გარეშე" - მედმუშაკი; 1998-1999წწ. ქ. თბილისის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მედმუშაკი, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო პროგრამის კვლევაში - "საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელება"; მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - "პირველადი სამედიცინო დახმარება" - ეროვნული კონსულტანტი საქართველოში (2000); მან, ასევე განახორციელა აშშ-ის ორგანიზაციების: USAID/SCF-ის მიერ დაფინანსებული გამოკვლევა სახელწოდებით "ჯანდაცვის სფეროს საჭიროებების შეფასება საქართველოს დასავლეთ რეგიონებში" (2000); 2000-2001წწ. გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის "UNICEF"-ის ქ. თბილისის კავკასიის ბინის ოფისში პროგრამების დაგეგმარების წამყვანი სპეციალისტი; 2001 წელს მან მონაწილეობა მიიღო კონკურსში E. DMUN-ის S.MUSKIE-ს და აშშ.-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს მიერ დაფინანსებულ სადოქტორო პროგრამაში (მის მიერ წარდგენილი საკონკურსო თემა იყო - "საქართველო გარდამავალ პერიოდში: ახალი სტრატეგიული მიდგომები ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის განვითარებაში") და გამარჯვების შემდეგ მოღვაწეობდა აშშ-ის პენსილვანიის შტატის ქ. პიცბურგის უნივერსიტეტის დოქტორანტად (2002-2005). ექიმი-პედიატრი, მედიცინის დოქტორი. სადისერტაციო თემა - "ბავშვთა ანტინატალური რაციონალიზაცია და საქართველოში დედათა ჯანმრთელობის ერთ-ერთი გზა", დაიცვა ქ. ამსტერდამის ნიდერლანდების ტროპიკულ ინსტიტუტში იგლისურ ენაზე. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.675-678
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

