| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შუქრი ჭაღალიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გომარდული, შუახევის რაიონი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთმექანიკური განყოფილება მძლავრი დანადგარების მოტორისტის სპეციალობით 1975 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (НВИМУ) ინჟინერ-გემთმექანიკოსის სპეციალობით 1985 წელს. შრომითი საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოში დაიწყო. 1976-1981 წლებში მოტორისტად ცურავდა ტანკერებზე: «Бугульма»-ზე, «Фридрих Энгельс»-სა და «Дрогобыч»-ზე. 1982 წლიდან კი მე-4, მე-3 და მე-2 მექანიკოსის მოვალეობებს ასრულებდა სანაოსნოს სხვადასხვა გემებზე, 1990 წლიდან კი ერთობლივი კომპანიებისათვის გადაცემულ ბალკერებზე: «Levan»-სა და «Leon»-ზე. ზღვაში პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად იგი თეორიული ცოდნის გასაღრმავებლად 1979 წელს სწავლას განაგრძობს ინჟინერ-გემთმექანიკოსის სპეციალობით ნოვოროსიისკის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელში (НВИМУ). 1987 წელს მეორე მექანიკოსის რანგში მონაწილეობს სანაოსნოს ახალი ტანკერის - «Батуми»-ს მიღებასა და ექსპლუატაციაში გაშვებაში. 1998-2002 წლებში კი უკვე მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე გემთინჟინერი, ჯერ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს, მოგვიანებით კი «Denholm Ship Management»-ის სუპერინტენდანტის მოვალეობებსაც ასრულებდა გლაზგოში. 2003 წლიდან სხვადასხვა დროს უფროს მექანიკოსად ცურავდა გემებზე: «Poti Star», «Vemaoil XV», «Prime Royal», «Renes» და სხვა. შორეული ნაოსნობის გემების უფროსი მექანიკოსი, გემთინჟინერი. წყარო : პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი "საქართველო საზღვაო ქვეყანაა" : facebook.com
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

