The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შუქრი ჭაღალიძე

შუქრი ჭაღალიძე
Date of birth:25 August, 1956  (69 years)
Category:Engineer, Sailor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გომარდული, შუახევის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთმექანიკური განყოფილება მძლავრი დანადგარების მოტორისტის სპეციალობით 1975 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (НВИМУ) ინჟინერ-გემთმექანიკოსის სპეციალობით 1985 წელს.

შრომითი საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოში დაიწყო. 1976-1981 წლებში მოტორისტად ცურავდა ტანკერებზე: «Бугульма»-ზე, «Фридрих Энгельс»-სა და  «Дрогобыч»-ზე. 1982 წლიდან კი მე-4, მე-3 და მე-2 მექანიკოსის მოვალეობებს ასრულებდა სანაოსნოს სხვადასხვა გემებზე, 1990 წლიდან კი ერთობლივი კომპანიებისათვის გადაცემულ ბალკერებზე: «Levan»-სა და «Leon»-ზე. ზღვაში პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად იგი თეორიული ცოდნის გასაღრმავებლად 1979 წელს სწავლას განაგრძობს ინჟინერ-გემთმექანიკოსის სპეციალობით ნოვოროსიისკის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელში (НВИМУ). 1987 წელს მეორე მექანიკოსის რანგში მონაწილეობს სანაოსნოს ახალი ტანკერის - «Батуми»-ს მიღებასა და ექსპლუატაციაში გაშვებაში. 1998-2002 წლებში კი უკვე მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე გემთინჟინერი, ჯერ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს, მოგვიანებით კი «Denholm Ship Management»-ის სუპერინტენდანტის მოვალეობებსაც ასრულებდა გლაზგოში. 2003 წლიდან  სხვადასხვა დროს უფროს მექანიკოსად ცურავდა გემებზე: «Poti Star», «Vemaoil XV», «Prime Royal», «Renes» და სხვა. შორეული ნაოსნობის გემების უფროსი მექანიკოსი, გემთინჟინერი.

წყარო : პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი "საქართველო საზღვაო ქვეყანაა" : facebook.com


Share: