| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან არჩვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1989 წელს; საქართველოს სასულიერო აკადემიის ანტროპოლოგიის ფაკულტეტი 1992 წელს; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დოქტურანტურა კვების პროდუქტების ტექნოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით მემცენარეობის პროდუქტების პირველადი გადამუშავება და შენახვა 2012 წელს. 2015-2018წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. 2019 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი. მეცნიერული ინტერესების სფერო: ახალი სახის პოლიმერების სინთეზი და კვლევა. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები რეიტინგულ ჟურნალებში. თანაავტორია მონოგრაფიების და მიღებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. დაიცვა დისერტაცია თემაზე "ჰელიოსაშრობში ხილბოსტნეულის შრობის რაციონალური რეჟიმის დამუშავება მცირე ფერმერული მეურნეობისათვის" და მიენიჭა სასურსათო ტექნოლოგიის აკადემიური დოქტორის ხარისხი (2012). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

