| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობახიძე მიხეილ![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1944 წელს. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში: 1944-1945წწ. იყო მე-13 არმიის ბატალიონის და I უკრაინის ფრონტის სანიტარული სამსახურის უფროსი; 1945-1946წწ. I შორეული აღმოსავლეთის ფრონტის ბატალიონის სანიტარული სამსახურის უფროსი; 1946-1947წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ექიმი-ლაბორანტი, აქვე ასპერანტი (1947-1950), ექიმი-ორდინატორი (1950-1954); 1954-1972წწ. ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 1972-1973წწ. სამეცნიერო-პოლიკლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973-1988წწ. არტერიული ჰიპერტონიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1994წწ. პირველი კარდიოლოგიური განყოფილების ექიმი-კარდიოლოგი; არტერიული ჰიპერტონიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1994); ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას; იყო 79 მეცნიერული ნაშრომის ავტორი, რომელთა შორის 46 დაბეჭდილია საქართველოსა და საკავშირო ჟურნალ-გაზეთებში, გამოქვეყნებული ჰქონდა 1 სამეცნიერო-პოპულარული ბროშურა; რეცენზირებული აქვს: 2 საკანდიდატო დისერტაციის ავტორეფერატი, 1 სამეცნიერო ნაშრომი. დაჯილდოებული იყო მრავალი მადლობით, მედლითა და ორდენით. ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1952), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1972), სამედიცინო სამსახურის მაიორი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.737-739 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

