| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კობახიძე მიხეილ![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1944 წელს. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში: 1944-1945წწ. იყო მე-13 არმიის ბატალიონის და I უკრაინის ფრონტის სანიტარული სამსახურის უფროსი; 1945-1946წწ. I შორეული აღმოსავლეთის ფრონტის ბატალიონის სანიტარული სამსახურის უფროსი; 1946-1947წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ექიმი-ლაბორანტი, აქვე ასპერანტი (1947-1950), ექიმი-ორდინატორი (1950-1954); 1954-1972წწ. ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 1972-1973წწ. სამეცნიერო-პოლიკლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973-1988წწ. არტერიული ჰიპერტონიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1994წწ. პირველი კარდიოლოგიური განყოფილების ექიმი-კარდიოლოგი; არტერიული ჰიპერტონიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1994); ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას; იყო 79 მეცნიერული ნაშრომის ავტორი, რომელთა შორის 46 დაბეჭდილია საქართველოსა და საკავშირო ჟურნალ-გაზეთებში, გამოქვეყნებული ჰქონდა 1 სამეცნიერო-პოპულარული ბროშურა; რეცენზირებული აქვს: 2 საკანდიდატო დისერტაციის ავტორეფერატი, 1 სამეცნიერო ნაშრომი. დაჯილდოებული იყო მრავალი მადლობით, მედლითა და ორდენით. ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1952), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1972), სამედიცინო სამსახურის მაიორი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.737-739 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

