The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თინათინ რატიანი

თინათინ რატიანი
Date of birth:3 November, 1927
Date of death:30 August, 2000  (at 72 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანჰიგიენური ფაკულტეტი 1951 წელს.

1953-1954წწ. ქ. რუსთავის სანიტარული განათლების სახლის გამგე; 1954-1972წწ. ქ. რუსთავის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1972 წელს ქ. რუსთავის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1972-1975წწ. ქ. თბილისის რესპუბლიკური კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1975-1986წწ. ამავე საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1986-1995წწ. ამავე საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1996-2000წწ. ქ. თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრის პედიატრი-ინფექციონისტი; მან აიმაღლა კვალიფიკაცია თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში: ინფექციურ სნეულებაში (1956), პედიატრიაში (1960, 1963, 1971); ქალაქებში: მოსკოვი - ბავშვთა ინფექციები (1964) და ლენინგრადი - მენინგოკოკურ ინფექციაში (1971); მან ორჯერ გაიარა ატესტაცია და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საატესტაციო კომისიის მიერ მიენიჭა ექიმ-ინფექციონისტის წოდება, შემდეგ კი - პირველი კატეგორიის ექიმის წოდება; 1973-1979წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქ. თბილისის მე-4 სამედიცინო ტექნიკუმში, მიჰყავდა პრაქტიკული მეცადინეობები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში; არის 3 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც რამდენჯერმე მოხსენებით წარადგინა რესპუბლიკის ინფექციონისტთა, ეპიდემიოლოგთა, მიკრობიოლოგთა და პარაზიტოლოგთა გაერთიანებული საზოგადოების სხდომაზე; იყო სანავიოს კონსულტანტი და გარდაცვალებულთა შემთხვევების განხილვის კომისიის მუდმივი ოპონენტი. დაჯილდოებული იყო მადლობებითა და სიგელებით. პირველი კატეგორიის ექიმი-ინფექციონისტი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010, გვ.745-746

Member of Organizations

  • რესპუბლიკის ინფექციონისტთა, ეპიდემიოლოგთა, მიკრობიოლოგთა და პარაზიტოლოგთა გაერთიანებული საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • შრომის ვეტერანის მედალი

Share: