| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ რატიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანჰიგიენური ფაკულტეტი 1951 წელს. 1953-1954წწ. ქ. რუსთავის სანიტარული განათლების სახლის გამგე; 1954-1972წწ. ქ. რუსთავის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1972 წელს ქ. რუსთავის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1972-1975წწ. ქ. თბილისის რესპუბლიკური კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1975-1986წწ. ამავე საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1986-1995წწ. ამავე საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1996-2000წწ. ქ. თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრის პედიატრი-ინფექციონისტი; მან აიმაღლა კვალიფიკაცია თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში: ინფექციურ სნეულებაში (1956), პედიატრიაში (1960, 1963, 1971); ქალაქებში: მოსკოვი - ბავშვთა ინფექციები (1964) და ლენინგრადი - მენინგოკოკურ ინფექციაში (1971); მან ორჯერ გაიარა ატესტაცია და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საატესტაციო კომისიის მიერ მიენიჭა ექიმ-ინფექციონისტის წოდება, შემდეგ კი - პირველი კატეგორიის ექიმის წოდება; 1973-1979წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქ. თბილისის მე-4 სამედიცინო ტექნიკუმში, მიჰყავდა პრაქტიკული მეცადინეობები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში; არის 3 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც რამდენჯერმე მოხსენებით წარადგინა რესპუბლიკის ინფექციონისტთა, ეპიდემიოლოგთა, მიკრობიოლოგთა და პარაზიტოლოგთა გაერთიანებული საზოგადოების სხდომაზე; იყო სანავიოს კონსულტანტი და გარდაცვალებულთა შემთხვევების განხილვის კომისიის მუდმივი ოპონენტი. დაჯილდოებული იყო მადლობებითა და სიგელებით. პირველი კატეგორიის ექიმი-ინფექციონისტი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010, გვ.745-746 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

